LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს – გიორგი კაკაურიძე

37
საპარტნიორო ფონდი

რეფორმირების შემდეგ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

“საპარტნიორო ფონდიდან მსხვილი კომპანიები, საქართველოს რკინიგზა და GOGC გამოვლენ და ფონდი ეფექტური მენეჯმენტით შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას და ამ ინვესტიციების მართვას, რაც ფონდს აქვს.

ფუნქცია იქნება ერთი, რომ განახორციელოს ინვესტიციები ისეთ სექტორებში, სადაც კერძო სექტორი შედარებით პასიურია. შესაბამისად, ფონდმა უნდა მოიზიდოს ინვესტიციები და მისი თანადამფინანსებელი უნდა გახდეს. ფონდი უნდა იყოს მინორიტარული მესაკუთრე და გადაწყვეტილების მიმღები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს იმ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც საპარტნიორო ფონდის საქმიანობას დაარეგულირებს. ფონდის დაფინანსების წყარო კი მოზიდული ინვესტიციები იქნება. ფონდის დაფინანსება არ მოხდება არც ბიუჯეტიდან და არც მსხვილი საწარმოების დივიდენდებისგან,” – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები