LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი და სტრუქტურები შეიცვლება: მთავრობის წევრების ნაცვლად, იქნება დამოუკიდებელი ბორდი

70
ipiccy-image

ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება.

„დიდი ხანია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი, მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც „საპარტნიორო ფონდთან“ მიმართებით ვგეგმავთ. „საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი განმარტებით, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება ფონდის მენეჯმენტი და სტრუქტურები. „იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობის წევრების ნაცვლად, იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები