LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საპენსიო სისტემა რევოლუციურ შედეგებსა და ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს”

95

პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგადასახადო სისტემის რეფორმაში, მთავრობამ უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ეს ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულება.

ამ მხრივ მან წარმატებულად შეაფასა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა და აღიშნა, რომ მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.

„შედეგად, 3-4 წელიწადში მივიღებთ მოქმედ საპენსიო სისტემას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონის წარმოება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ამ თანხის ათვისებას სრულად შეძლებს. ეს ბაზარი დაუკავშირდება მოწინავე ევროპულ პლატფორმას. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება სრულიად ხელშესახები და გამოყენებადი გლობალურ ქსელში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული სისტემების კომბინაციას ისახავს მიზნად. ის რევოლუციურ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვაზე ფიზიკური პირებისა და ბიზნესსექტორისათვის გამიზნული სერვისების მიწოდების კუთხით, რაც მმართველობითი სისტემის ნაწილია და აღნიშნა, რომ ყველა მომსახურება, ყველა სამთავრობო დაწესებულების ფრონტ-ოფისი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას ასევე მიწათმესაკუთრეობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვმართებს მოსახლეობაში არსებული შიშისა და მათი ნების გათვალისწინება. ჩვენ შევზღუდავთ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება რეტროაქტიული ძალის არ იქნება – ის არ შეეხება უკვე არსებულ საკუთრებასა და მესაკუთრეთა უფლებამონაცვლეობას. გარდა ამისა, იმოქმედებს გრძელვადიანი იჯარის შესაძლებლობა – მიწა გაიცემა შესაბამის მსურველებზე გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად. პრობლემა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სფეროში არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები