LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აღარ აქვს ორთქლი“ – კულუმბეგოვი გირჩევთ როგორ ატაროთ პირბადე და სათვალე ერთად

2083
BeFunky-collage

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ეროვნული გამოცდების თემასთან დაკავშირებით საუბრობს. ის აღნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტებს, რომლებიც სათვალეს ატარებენ პრობლემა ექმნებათ, რადგან პირბადის ტარების შემთხვევაში, სათვალე იორთქლებს, შესაბამისად, ხილვადობაც რთულდება.

ამასთან დაკავშირებით, ბიძინა კულუმბეგოვი ადამიანებს, რომლებსაც პირბადისა და სათვალის ტარება ერთად უწევთ მარტივ ხრიკს ასწავლის:

„ეს შეიძლება იყოს სერიოზიული პრობლემა. სტრესული სიტუაცია, თან ჟანგბადის რაოდენობის შემცირება, რომელიც ნიღაბში ვერ მიიღწევა და თუ სათვალესთან მიმართებაში ვისაუბრებთ, ერთი ხრიკი მინდა ვთქვა. ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ. თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქვლისგან ასი პროცენტით იცავს უკვე სათვალეს. ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა აბიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა რომელთაც ეს პრობლემა უდგათ–საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი“,–განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გამოცდის ნიღბებში ჩატარება არაჰუმანური გადაწყვეტილებაა…შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა – ზურაბ გურული

ალერგოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ საგამოცდო სივრცეებში კონდიცირება უნდა იყოს, რადგან სიცხის დროს, გამოღებულ ფანჯრებში შესაძლოა დაფიქსირდეს გულის წასვლის შემთხვევებიც.

„მე ვარ მომხრე, რომ კონდიცირება იყოს ადეკვატური. ის მაინცდამაინც ადამიანზე არ უნდა იყოს დამიზნებული და უნდა შეუცვალოს მიმართულებები, ამის საშუალებას თანამედროვე ტექნიკა იძლევა. თუნდაც მაღალი დონის, ჰეპა ფილტრიანი უზრუნველყოს სახელმწიფომ, არ არის ეს ძალიან ძვირი სიამოვნება და ჰეპა ფილტრით აღჭურვილი, ძალიან ახალი და გამართული კონდიცირების სისტემა შეიქმნას. ეს ხომ არ არის უსასრულობა რაოდენობის სივრცეები, სადაც გამოცდები უნდა ჩატარდეს. თუ ეს იქნება ჰეპა ფილტრიანი, თუ ეს იქნება წინასწარ განსაზღვრული ოთახში ჰაერის ნაკადების კუთხით და ნიღაბი, ვფიქრობ, ამ პირობებში შესაძლებლობა იქნება. გამოღებულ ფანჯრებში, როცა შესაძლოა იყოს 40 გრადუსი სიცხე, ეს არის სრულიად შეუძლებელი. ეს აისახება ბავშვებზე და შეიძლება იყოს გულის წასვლა. კონციციონერზე კიდევ უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს არც მისი საწინააღმდეგო და არც დამატასტურებელი, რომ ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას და ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ: თუ ჩვენ ნიღბით გვაქვს დაფარული სახე, დაფარული გვაქვს ცხვირი ზოგადად და პირის ნაწილი, ეს იმას მიშნავს, რომ კონდიციონერით ვირუსის გავრცელების, მინიმალური დაინფიცირების ვირუსის მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია. თუ ფილტრები იცვლება, თუ ეს ყველაფერი დარეგულირებულია როგორც უნდა იყოს და ამას ემატება ნიღაბი, მე ვფიქრობ, აქ არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები