LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციების ახალი ფორმატი – დღეიდან პარლამენტის წინ ონლაინგადაცემები იწყება

89
aqciebze gadacema

დღეიდან ანტისაოკუპაციო აქციები ფორმატს იცვლის და მოქალაქეებს ონლაინგადაცემებს სთავაზობს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გადაცემებში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ, სტუმრები კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. 

პარალელურად, პარლამენტის წინ გამოფენა-გაყიდვებიც იმართება. მაგალითად, გუშინ , პროტესტის 32-ე დღეს  „ფლი მარკეტი“ მიმდინარეობდა, სადაც 40-მდე სტარტაპერი მონაწილეობდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები