LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2020 წელს სამოგზაუროდ საკმაოდ უსაფრთხო ქვეყნების სიაშია

174
maxresdefault

სამოგზაურო პორტალი lonely planet 2020 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების შესახებ წერს. როგორც ვებგვერდი იუწყება, მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია დასახელდენენ. რაც შეეხება საფრთხის შემცველ ქვეყნებს, ესენი არიან: ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია.

უსაფრთხო, ნაკლებად უსაფრთხო და საშიში ქვეყნების ყოველწლიური სია უსაფრთხო მოგზაურობის მომსახურების კომპანიამ International SOS-მა შედგინა. სწორედ ამ უკანასკნელზე დაყრდნობით წერს lonely planet-იც.

აღსანიშნავია, რომ International SOS სპეციალურ რუკას აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია თუ რომელ ქვეყანაშია მოგზაურობა უსაფრთხო და რომელში რისკის შემცველი. საქართველო რუკაზე ყვითელი ფერით ფიქსირდება, რაც დაბალი რისკის შემცველ ქვეყანას ნიშნავს, ანუ ჩვენთან მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა: აქ არის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე, არის საიმედო და გადაუდებელი სერვისები, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. არსებობს მცირე რისკი საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებების და სხვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები