LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არის სათამაშო – გავრილოვი

543
7A9A0792-BF8D-4C1E-BAEA-F48F05E864E2_w1023_r1_s

საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მან ასევე ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც იყენებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები