LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

152
Davido-Garedzhiyskiy-monastyr-nasledie-svyatogo-Ierusalima

დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინიტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში. დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.