LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბიზნესსექტორისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს

856
IMG_8155

7-8-9 ივნისს Mercedes-Benz Business Week მსოფლიოში პირველად თბილისში გაიმართება. ბიზნეს კვირეულის ორგანიზატორები სს „დაიმლერი“-ს ოფიციალური წარმომადგენლები, „ბენე ექსკლუზივი“ და „აკა ჯგუფი“ გახლავთ. გთავაზობთ ინტერვიუს „ბენე ექსკლუზივი“-ს დამფუძნებელ ბენე ბასილიასთან.

როდის დაიწყეთ Mercedes-Benz Business Week Georgia-ზე მუშაობა?

– Bene Exclusive – მა ბაზარზე ოპერირება 2017 წელს, „მერსედეს ბენცის“ ავტომობილებით დაიწყო და 2 წელია, რაც „მერსედესის“ ყველაზე მსხვილი პარტნიორები ვართ საქართველოში. ასევე მოვიპოვეთ Mercedes-Benz Daimler-ის ნდობა და უფლება, რომ მათი სახელით ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ბიზნეს ივენთები.

პროექტ Mercedes-Benz Business Week Georgia-ზ ე წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ მუშაობა. გვინდოდა „მერსედესთან“ ერთად, შეგვექმნა განსხვავებული და საერთაშორისო დონის ღონისძიება, რომლის საშუალებითაც საქართველო მსოფლიო ბიზნეს რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.

– რა მოლოდინები გაქვთ?

– ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი გახდება საერთაშორისო და შემდეგ წელს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება. ასევე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი ქართული კომპანიაა.

– აქამდე ჩაგიტარებით მსგავსი ღონისძიება?

– „ბენე ექსკლუზივი“ ყოველწლიურად სხვადასხვა ბიზნეს, თუ გასართობ ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის არის პირველი, ქართული, მასშტაბური ნეთვორქინგ პროექტი, Networking Georgia, რომლის მიზანსაც არაფორმალურ გარემოში კონტაქტების გაცვლა წარმოადგენს.

– როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმები?

– ზაფხულში ვგეგმავთ „მერსედეს-ბენცის“ ივენთის გაკეთებას, რომელიც პირველად გასულ წელს ბათუმში ჩატარდა, გარდა ამისა შემოდგომაზე დაგეგმილია Networking Georgia-ს პროექტის მეორე სერია, რომელიც იმაზე უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე პირველი.

– რატომ ირჩევს “ბენე ექსკლუზივი” ბიზნეს ივენთების მიმართულების განვითარებას?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ივენთები „ბენე ექსკლუზივის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც გვეხმარება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ბიზნესსექტორის განვითარებაში და ხელს ვუწყობთ კომპანიებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებაში.

– რამდენადაც ვიცი, საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მიწვეული იქნებიან ივენთზე და რატომ მიიჩნევთ მნიშვნელოვნად ერთ სირცეში მოუყაროთ თავი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს?

– „მერსედეს-ბენცის“ ბიზნეს კვირეულს დაესწრებიან ქართველი და უცხოელი წამყვანი ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მონაწილეები იყვნენ ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

– რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

– პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა კომპანიები, სტარტაპები, ბიზნესმენები, რათა ხელი შეუწყონ ბიზნესის განვითარებასა და უცხოელი ინვესტორების პროცესებში ინტეგრირებას.

– მიეცემა თუ არა პროექტს ტრადიციული სახე?

პროექტი ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოში, შემდეგი წელს დაგეგმილია უფრო მასშტაბური „მერსედეს-ბენცის“ ბიზნეს კვირეული, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს, ინოვაციებს და სტარტაპებს, იმისათვის, რომ ქართული ბიზნესი სხვა ეტაპზე გადავიდეს.

 

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები