LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ბულგარეთს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენა იგეგმება

117
airplane

პირველად რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველო-ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს. ბულგარეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვარნასა და თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ბულგარეთში, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თამუნა ლილუაშვილისა და ვარნას მერის ივანე პორტნიჰის შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ ვარნასა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნით, ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი ჩარტერული ავიარეისი 14 მაისს ტურისტული კომპანია My Tours-ის მხარდაჭერით შესრულდება, რომელიც ახორციელებს პროექტს “გაიცანი შავიზღვისპირეთი”.სწორედ ამ რეისზე და არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ ჩარტერული ფრენების დანიშვნაც.

შეგახსენებთ, ბულგარეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები წლების წინ სრულდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები