LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და თურქეთი ერთობლივ საწარმოს შექმნიან, სადაც სამხედრო-საჰაერო აპარატებს დაამზადებენ

61
XHCTBBL3EJCWTNS3FD6NMNBKQA

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ოღლიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს, თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში, ატილა დოგანს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები