LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დგას საშიშროების წინაშე, არ აღმოვჩნდეთ დამარცხებული რუსეთის მონა მოსამსახურე: თაკო ჩარკვიანი

151
1241112812 (2)

„ჩვენგან არავის არაფერი მოუთხოვია, არავინ იჯერებს ამ სისულელეებს“ – ასე პასუხობს პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მმართველი გუნდის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინა კვლავ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

გივი მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული

„ეს ომი მალე დასრულდება რუსეთის მარცხით და უკრაინის გამარჯვებით. საქართველო დგას საშიშროების წინაშე, დამარცხებული რუსეთის მონა მოსამსახურე არ აღმოვჩნდეთ”, – ამბობს ჩარკვიანი რადიო “ფორტუნას” გადაცემაში „დღის თემა“.

კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც

შეგახსენებთ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კიევმა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა ითხოვა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

პასუხად მმართველი გუნდის წევრებმა დღეს თქვეს, რომ კასიანოვის განცხადებები საქართველოს ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა.

როდესაც საუბარია სამხედრო ტექნიკით დახმარებაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს: მიხეილ დაუშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები