LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის – ევროკავშირის ელჩი საქართველოში

64

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა  განაცხადა. მისი თქმით, ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

„რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, არის თუ არა საქართველო მზად წევრობისთვის – რა თქმა უნდა, პასუხი იქნება, რომ არა. საქართველო მზად არ არის. ასოცირების ხელშეკრულებით ჩარჩოა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას ითვალისწინებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობაც ამას ეხება. ყოველივე ამისა და რეფორმების საშუალებით,საქართველო უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით – ეს არის მესიჯი. როდესაც ბრიუსელში კითხვა გაფართოებაზე ისმება, ერთხმად ვეთანხმებით, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოებისთვის,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის თქმით, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რა მოხდება მომავალში.

„საბოლოო ჯამში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, წლების მანძილზე ევროკავშირი თვითონ როგორ განვითარდება. ამ კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ მიიღებ. ერთადერთი, რაც არის, აჩვენეთ თქვენი სურვილი და მონდომება, როგორც ქვეყნის საბოლოო მიზანი, რა არის. ასევე შეხედო, სად ხარ ამ მომენტში,“ – განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ამ პროცესში მთავარი გამოწვევა რეფორმები და ცვლილებებია.

შეგვიძლია, მაგალითად სასამართლო რეფორმები დავასახელოთ. ეს ერთ-ერთი ინსტიტუტია, როგორც მედია, რომელსაც ადამიანები უნდა ენდობოდნენ. ძლიერი, დამოუკიდებელი უნდა იყოს და გამჭვირვალედ მუშაობდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, 21 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის წევრებს შორის სპეციალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჟან კლოდ იუნკერიც დაესწრება.

„ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მიმართ კეთილი ნება არის და იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას გამოვიყენებთ სხვადასხვა ახალი სფეროს იდენტიფიცირებისთვის, რომელზეც მომავალში შეგვიძლია ვიმუშაოთ. ნაყოფი რეფორმების, რაც საქართველოში ჩატარდა, სწორედ ამ ნაყოფიდან გამომდინარე მივდივართ შემდგომ ეტაპებზე,“ – განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები