LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფიჯის შეხვდება

109

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 25 ივნისს სუვაში, “ეიენზე სთედიუმზე” ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. იქამდე კი ფიჯელები, 11 ივნისს ტონგას ნაკრებს, ერთი კვირის თავზე კი სამოას დაუპირისპირდებიან.

არ არის გამორიცხული, “ბორჯღალოსნები” 11 ივნისს სამოას, ხოლო 18 ივნისს ტონგას ეროვნულ გუნდს შეხვდნენ.

ვებგვერდზე www.fijitimes.com წერია ფიჯის ნაკრების მწვრთნელის ჯონ მაკის კომენტარი, რომ საქართველოს ნაკრები არ იქნება იოლი მეტოქე.

“საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, მსოფლიოს თასზე შარშან შესანიშნავად იასპარეზა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი შერკინება აქვთ და უყვართ მორკინალებით შეტევები. დერეფანშიც შესანიშნავად ირჯებიან.
ჩვენ ყურადღებით უნდა გავისარჯოთ. შერკინებაში მყარად დავდგეთ, რათა მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ოკეანეთის თასზე, ჩვენ გარდა, სამოა და ტონგა ითამაშებენ. ეს შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან თბილისში 2012 წელს ითამაშა და 19:24 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კვლავ მე-12 ადგილზე დარჩა, მაგრამ ქულათა მარაგი 0,41 ქულით შეიმატა. ახლა “ბორჯღალოსნებს” 72,62 ქულა აქვთ. წინ კი სწორედაც რომ ფიჯია, რომელსაც 76,96 ქულა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები