LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო გახდება ნატო-ს წევრი” – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტი და შეფასებები

206
71555396-544727319602341-3510539614429380608-n

,,ერთ დღეს, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო მუშაობა, მე მოუთმენლად ველოდები ამ დღეს”,– ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როუზ გოტმიოლერი ამბობს, რომ საქართველო ალიანსისთვის უნიკალური პარტნიორია და არნიშნავს, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე აღიარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს

,,მოკავშირეებს აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, გააძლიერონ არსებითი პაკეტი 2020 წელს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა. ვაღრმავებთ დიალოგს შავი ზღვის რეგიონში, მივესალმებით თქვენს წინადადებას, უზრუნველვყოთ ლოჯისტიკური მხარდაჭერა ნატოსა და მოკავშირეებისთვის, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარებაზე. ეს საქართველოს განუყოფელი რეგიონებია. საქართველო გახდება ნატოს წევრი – ალიანსის ეს პოზიცია არ იცვლება. ვიმუშავებთ მჭიდროდ, რომ მოვამზადოთ თქვენი ქვეყანა წევრობისთვის“ – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მიზანი, რასაც ნატოში გაწევრიანება ჰქვია, ურყევია. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ჩვენი ქვეყნის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშანია.

„ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავძლიოთ ის პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალებთა შორის. როგორც მინიმუმ იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ჩვენი მიზანი ურყევია, ეს არის გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერავინ შეგვაცვლევინებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/409596319936099/

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის წევრებმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველო ბათუმის აეროპორტიდან დატოვეს. 2 დღიანი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.