LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო Google-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

138

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს.

თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ გააცნეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. მათივე ცნობით, ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება და 29 აგვისტომდე გაგრძელდება. სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions)- 95,237,500; ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views)- 21,052,500.

ცნობისთვის, კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მე-3 წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები