LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გრანდების გარეშე: ევრო შესარჩევის მეტოქეები გაირკვა

uefa-draw

საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა.
წილისყრა დუბლინში გაიმართა, საქართველო 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რაც წინასწარ იყო ცნობილი.

ჩვენი ნაკრები D ჯგუფში მოხვდა.

შვეიცარია (I კალათა)
დანია (II კალათა)
ირლანდია (III კალათა)
საქართველო (IV კალათა)
გიბრალტარი (V კალათა)

 

მატჩების კალენდარი
I ტური: 21-23 მარტი
2019
II ტური: 24-26 მარტი
III ტური: 7-8 ივნისი
IV ტური: 10-11 ივნისი
V ტური: 5-7 სექტემბერი
VI ტური: 8-10 სექტემბერი
VII ტური: 10-12 ოქტომბერი
VIII ტური: 13-15 ოქტომბერი
IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019
X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019

ფინალური ტურნირი: 12 ივნისი-12 ივლისი, 2020

 

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო

B ჯგუფი
პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი

C ჯგუფი
ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი

D ჯგუფი
შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი

E ჯგუფი
ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი

F ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერის კუნძულები, მალტა

G ჯგუფი
პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია

H ჯგუფი
საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა

I ჯგუფი
ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო

J ჯგუფი
იტალია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი

 

როგორც ცნობილია, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესარჩევი ტურნირიდან ან „ერთა ლიგიდანაა“ შესაძლებელი. ფინალურ ტურნირზე 20 გუნდი მოხვდება, რომლებიც შესარჩევ ტურნირს წარმატებით გაივლიან: ორი-ორი გუნდი თითო ჯგუფიდან – გამარჯვებული და მეორეადგილოსანი. გარდა ამისა, კიდევ ოთხ საგზურს უეფა 2018-20 წლების „ერთა ლიგიდან“ ანაწილებს.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა შესარჩევი ციკლის დამთავრებისთანავე, 2019 წლის 1 დეკემბერს გაიმართება, როდესაც 24 მონაწილიდან 20 ცნობილი იქნება. დანარჩენი 4 ერთა ლიგის პლეი-ოფების შემდეგ გაირკვევა, რომლის ნახევარფინალები 2020 წლის 26-28 მარტს შედგება, ხოლო ფინალური მატჩები – 29-31 მარტს.

ევრო-2020 12 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება: ლონდონი (ინგლისი), ბაქო (აზერბაიჯანი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუქარესტი (რუმინეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კოპენჰაგენი (დანია), დუბლინი (ირლანდია), გლაზგო (შოტლანდია). ფინალური მატჩი კი ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები