LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ჰონგკონგის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება

66

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება.

ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უკეთ ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები. ჰონგკონგთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრას და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას; ასევე ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. ჰონკონგი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი და შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე თითქმის 8-მილიონიან ბაზარზე“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები