LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს

102
(FILES) A file photo taken on November 17, 2020 shows vials with Covid-19 Vaccine stickers attached and syringes with the logo of US pharmaceutical company Johnson & Johnson. - Johnson & Johnson has applied for authorisation for their coronavirus vaccine in the EU with a decision possible by the middle of March, the European Medicines Agency said on February 16, 2021. (Photo by JUSTIN TALLIS / AFP)

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე.

მომდევნო თვეში ქვეყანაში შემოვა „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ „სინოვაკი“ „სინოფარმი“ და ამერიკული კომპანია “ნოვავაქსის” ვაქცინა.

მოსახლეობის 49% თანახმაა, რომ აიცრას, 20% მერყეობს, დანარჩენი კი აცრის წინააღმდეგია – ამირან გამყრელიძე

„ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.

მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს.

ივლისში, 500 ათასიდან მილიონი დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე – „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები