LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კლიმატის ცვლილების ანგარიშის წარსადგენად ემზადება

83

სასტუმრო „რუმსში“ პროექტის „გაეროს კლიმატის ცვცლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური   განახლებული ანგარიშის შემუშავების“ პირველი  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა მიმართეს.

გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, ისევე როგორც პარიზის შეთანხმება, ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებებია კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ყველა ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტებს, მათ შორის საქართველოც, იღებს ვალდებულებას გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. საქართველო გეგმავს სათბური აირის გაფრქვევის შემცირებას 15 პროცენტით საბაზისო დონესთან შედარებით.

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება და მეორე ორწლიური ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიმართ შემუშავდება  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.  ანგარიშებში შევა დეტალური ინფორმაცია საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაცია.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები