LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ლიეტუვასგან საჩუქრად “ასტრაზენეკას” 15 ათას დოზას მიიღებს

39
1

საქართველო ლიეტუვისგან საჩუქრად “ასტრაზენეკას” 15 000 დოზას მიიღებს.

ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინების გადაცემის შესახებ უწყებაში დღეს განაცხადეს:

“კოვიდ-19-მა დიდი ხანია, ცალკეული ქვეყნებისა და კონტინენტების საზღვრები გადაკვეთა, ამიტომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას, დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც რეგულარულად ვერ იღებენ ვაქცინას ამ დაავადებასთან საბრძოლველად.” – აცხადებენ ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროში.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემოწირულობა პასუხობს საქართველოს თხოვნას – კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული დახმარების შესახებ.

“ვილნიუსი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ჯამში, 200 000 ვაქცინის ჩუქებას გეგმავს, მათ შორის 100 000 უკრაინას, 11 000 მოლდოვას და 15 000 საქართველოს.

ლიეტუვას ამჟამად 982 500-ზე მეტი გამოუყენებელი ვაქცინის დოზა აქვს”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები