LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია

65
გაერო და საქართველო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია – მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ, კონსენსუსით მიიღო- Global Media and Information Literacy Week, რომლის თანაავტორი და მთავარი სპონსორი საქართველოა.

აღნიშნულ რეზოლუციაში განხილულია არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გზები, მათ შორის, პანდემიის პირობებში. ასევე, ყურადღება გამახვილებულია სოციალური ქსელების როლზე აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით.

რეზოლუციის ტექსტში  ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა.

ყურადღება ასევე გამახვილებულია ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის გზით, ინფორმაციის სწორი შეფასების საკითხში ცნობიერების ამაღლების როლზე. ამ პრობლემის გამკლავებისთვის მიზნით ნახსენებია, როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ერთობლივი თანამშრომლობის, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შედეგად, მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეული ყოველწლიურად 26-31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება.

“საყურადღებოა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა, ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მედია თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას,” – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები