LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მხოლოდ თბილისი და მთები არ არის – WANDERLUST ჩვენზე წერს

414
cropped-shutterstock-1049174894

საქართველო მხოლოდ თბილისი და მთები არ არის, ის ბევრად უფრო მეტია – ამის შესახებ ბრიტანული ვებგვერდი Wanderlust იუწყება, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატია, სახელწოდებით „7 დაუვიწყარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში“ Wanderlust-ის ჟურნალისტს ჰელენ მოატის ეკუთვნის, რომელმაც დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და აქ არსებულ თითქმის ყველა რეგიონს გაეცნო.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჰელენ მოატიმ დასავლეთ საქართველოში უძველესი კანიონები, უდაბური საბჭოთა აბაზანები, იუნესკოს ნუსხაში შეტანილი სოფლები და წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა აღმოაჩინა. შესაბამისად, ჟურნალისტი საკუთარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებას Wanderlust-ის მკითხველს უზიარებს და დასავლეთ საქართველოში 7 რამის გაკეთებას ურჩევს:

  1. შეისვენეთ ქუთაისში;

  2. დაიკარგეთ მინერალური წყლების კურორტ წყალტუბოში;

  3. გამოიკვლიეთ მღვიმეები და ღრმა კანიონები;

  4. მიჰყევით ჩაის ბილიკს გურიაში;

  5. ჩაყვინთეთ შავ ზღვაში;

  6. აღმოაჩინეთ სვანეთის ველური სული;

  7. გაოცდით ქართული კერძებითა და ღვინით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები