LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიო რაგბის მთავარ მაგიდასთან

99

მსოფლიო რაგბის ახალ შეფად ბრიტანელი ბილ ბიმონტის არჩევას და მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს და რუმინეთის შესვლას “გარდიანი” სტატიით – “ბილ ბიმონტს საქართველო და რუმინეთი შეუერთდნენ მსოფლიო რაგბის მთავარ მაგიდასთან” – გამოეხმაურა.

ბილ ბიმონტი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეა. ის ივლისიდან შევა კაბინეტში, სანამ ბერნარ ლაპასეს ვადა არ ამოიწურება. გამოცემას მიაჩნია, რომ სწორედ ლაპასეს ღია კარის პოლიტიკის წყალობით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში (საბჭოში) ადგილები მიიღეს საქართველომ, აშშ-მა და რუმინეთმა.

“ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გააძლიერებს ექვსი ერის გათამაშებაში საქართველოსა და რუმინეთის ჩართვის პერსპექტივას. ბიმონტს ძალზე გაუჭირდება, კარი დაუხუროს ამ ქვეყნებს.

ბიმონტის ვიცე-პრეზიდენტი არგენტინელი აუგუსტინ პიშო იქნება. პირველად ამხელა თანამდებობაზე იქნება წარმომადგენელი რვა ტრადიციული ქვეყნის გარედან”, – წერს “გარდიანი”.

მსოფლიო რაგბის საბჭოში არგენტინასა და იტალიას ორ-ორი ხმა ექნებათ, როგორც 8 უფრო ტრადიციულ ქვეყანას ჰქონდა აქამდე.

თითო ხმა მიიღეს საქართველომ, რუმინეთმა და აშშ-მა. ისინი შეუერთდებიან კანადას, იაპონიასა და 6 რეგიონალურ ფედერაციას, რომელთაც ასევე თითო ხმა აქვთ.

“რომ წარმოვიდგინოთ, როგორ იზრდება საქართველოს დარი ქვეყნების წილი მსოფლიო რაგბის მმართველობაში, უბრალოდ, ვიტყვით, რომ ახლა მათ შეუძლიათ მსოფლიოს თასის მასპინძლად სასურველი ქვეყნის კანდიდატურის ძლიერი ლობირება”, – წერს “გარდიანი”.

“ბიმონტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი მომავალში ექვსი ერის გაფართოების და მასში საქართველოსა და რუმინეთის ჩართვის, მაგრამ დაამატა, რომ ექვსი ერიდან ბოლოადგილოსანი გუნდის გავარდნა მას არ ესახება პრობლემის გადაჭრის სწორ გადაწყვეტილებად. ამას ტურნირის გაფართოება სჯობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები