LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო “მწვანე ქვეყნის” სტატუსს ინარჩუნებს – თამარ გაბუნია

136
20200723181422

“საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე).

4 დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები