LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ნატოს სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს – დოკუმენტი უკვე გაგზავნილია

654
ნატო 4

ნატოს “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი”  აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც საქართველოს მთავრობა ორგანიზაციას კონკრეტული დასახელებისა და რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს. საუბარია ასევე, სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. დოკუმენტში გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის სია:

  • საველე ბანაკი — 100;
  • სამედიცინო ბანაკი — 100;
  • საველე სასადილო — 100;
  • საწოლი — 2 500;
  • პირსაბანი — 100;
  • გენერატორი — 100;
  • გამათბობელი — 600;
  • ცეცხლმაქრი — 300;
  • მაცივარი შუშის კარით — 100;
  • ელექტროჩაიდანი — 200;
  • თერმომეტრი — 200;
  • სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი — 500;
  • ელექტროთერმომეტრი — 200;
  • ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი — 200;
  • გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები — 1200;
  • ამკრძალავი ნიშანი — 200;
  • ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი — 200;
  • პროექტორი (150-ვოლტიანი) — 400;
  • მეგაფონი — 100;
  • მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) — 100;
  • სამედიცინო პირბადე — 7 500;
  • ხელთათმანები — 7 500;

ცალკეა გამოყოფილი ის ნივთები, რომლებიც საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:

  • ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი — 20 500;
  • რესპირატორი — 26 000;
  • დამცავი ნიღაბი — 190 000;
  • სადეზინფექციო შხაპის კარავი — 4;
  • წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 — 4;
  • ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის — 1000;
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით — 40;
  • ინფრაწითელი თერმომეტრი — 290;
  • დამცავი ხელთათმანი — 23 000;
  • სადეზინფექციო საშუალება — 500 ლიტრი;
  • სათვალე/სახის დამცავი ფარი — 2 000;
  • ელექტროსპრეი — 50.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა . მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები