LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ნორვეგიას შორის პირდაპირი ფრენების დაწყება განიხილება

64
127217-flight

საქართველოსა და ნორვეგიას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ელენე სანდ ანდრესენს შორის გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა და აღინიშნა, რომ ეს ფაქტი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მიუთითებს.

ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის ტურიზმის სფეროში, ისევე, როგორც ბიზნესკავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ფრენების დაწყება, განსაკუთრებით COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები