LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ოფიციალურად აცხადებს მზადყოფნას ვაქცინის მისაღებად

76
ფაიზერი

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის სამოქმედო გეგმას “კოვაქს” პლატფორმას გადაუგზავნის, რითაც საქართველო ოფიციალურად აცხადებს მზადყოფნას ვაქცინის მისაღებად

უკვე დამტკიცებულ გეგმას სპეციალური კომისია დღეს დეტალურად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავს.

მასში გაწერილია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკური თუ საოპერაციო საკითხები, ასევე ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში განხორციელდება.
უკვე ცნობილია, რომ პირველი ვაქცინა, რომლითაც საქართველოში პირველ მოქალაქეს აცრიან, “ფაიზერის” იქნება.