LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რუსეთის ოკუპაციას ეკონომიკის განვითარებით პასუხობს – მამუკა ბახტაძე

მამუკა-ბახტაძე-1

საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

პრემიერმა აღნისნა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს.

ამასთან, მან საქართველოს ორ უმთავრეს მისწრაფებაზე – ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

„თუ გადავხედავთ საქართველოს მიერ ბოლო ხუთ წელიწადში მიღწეულ შედეგს, ნახავთ, რომ ნატოსკენ გზაზე ბევრი გავაკეთეთ. შარშან ბრიუსელში, სამიტზე ნატოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ მოტივირებულები ვართ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას ვცდილობთ,” – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის განცხადებითვე, მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს.

“საქართველო რვა ქვეყანას უხსნის გზას ზღვისკენ. ამ ქვეყნების 100 მილიონიანი ბაზარი, ყველაზე მზარდია მსოფლიოში. ჩემი ქვეყნის მიზანია, იქცეს რეგიონულ ჰაბად ბიზნესისთვის, ვაჭრობისთვის, ტურიზმისთვის, ლოგისტიკისა და განათლებისთვის. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე, გვაქვს მეზობლებთანაც,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები