LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველო საიდუმლო მარგალიტია“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “დეილი მეილი“

465
18471330-7463337-image-m-4-1568452274035

“საქართველო არის ადგილი ისტორიის მოყვარულთათვის და იქ მოხვედრა ძალიან ადვილია“ – ამბობს ჯონ სტეინბეკი და საკუთარ შთაბეჭდილებებს მოგვითხრობს სტატიაში, რომელიც საქართველოს მიუძღვნა და “დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი აღფრთოვანებას ვერ მალავს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით და დაბეჯითებით ურჩევს ტურისტებს ესტუმრონ საქართველოს. მოინახულონ თბილისი და მისი ღირსშესანიშნაობები. ასევე საქართველოს ისტორიული ადგილები – მცხეთა, ქუთაისი, სტეფანწმინდა, ჯუთას ველი.

გერგეთის სამება ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზეა

 

ავტორი განსაკუთრებულად გამოყოფს წინანდლის სასახლეს. მისი თქმით, საოცრებაა, რომ მე-17 საუკენის სასახლე ბოლშევიკებს გადაურჩა, რომელიც ღვინის სამშობლოდ წოდებულ კახეთის რეგიონში მდებარეობს. ხოლო მის ვენახში 11 ჯიშის ყურძენი მოდის, რომლისგანაც შესანიშნავი ღვინო მზადდება.

სტატიის ავტორმა არც ქართული სამზარეულო დატოვა ყურადღების გარეშე. ქართული კერძი განუმეორებელია, აღნიშნავს იგი. ასევე ყურადღებას ამახვილებს ოჯახში დაწურულ ღვინოსა და ჭაჭაზე.

ჯონ სტეინბეკი წერს, რომ ქართველებს გაუტეხელი სული აქვთ. აქცენტს საქართველოს რთულ ისტორიაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ იგი “ვერ გატეხეს რუსებმა, თურქებმა, მონღოლებმა და სპარსელებმა“.

ავტორი ეხება საქართველოს უახლოეს ისტორიასაც. კერძოდ, საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომს. ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კონფლიქტი არ არის და ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

ცოცხალი პროდუქტი გასაყიდად ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში

 

“სტუმართმოყვარეობა საქართველოს სავიზიტო ბარათია“ – წერს ავტორი და ქართველების გულუხვობასა და სილაღეზე აკეთებს აქცენტს. ტაქსის მძღოლმა შეიძლება ანაზღაურებაც არ გამოგართვას ისე მოგატაროს ისტორიული ადგილები, ხოლო კაფეში მეზობელი სუფრიდან სიმღერა წამოიწყონ.

აი ასეთია სტატიის ავტორის შეფასებები ჩვენს ქვეყანაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები