ცოტა ხნის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთს შორის მიმოსვლის პროცედურები გამარტივდება.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებმა, შეიძლება, საზღვარი ID ბარათებით გადაკვეთონ. 

როგორც პრესსპიკერი ამბობს, თბილისში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა ხალხთა შორის კონტაქტებისა და საზოგადოებებს შორის კავშირების გაძლიერების საჭიროება. 

“მემორანდუმის ხელმოწერა იძლევა საფუძველს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს შესაბამისი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი ძალაში შესვლის ეტაპები”. — აღნიშნა პრესსპიკერმა.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05