LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-უკრაინის ავიაბილეთები 2 დოლარით გაძვირდება

73
checked-luggage-airplane

საქართველოუკრაინას შორის ავიაბილეთები 2 დოლარით გაძვირდება. ამიერიდან, უკრაინის აეროპორტებში გატარებისთვის, მგზავრს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს. ცხადია, გადასახადს მგზავრი ცალკე არ გადაიხდის და ის ბილეთში იქნება ასახული. დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ავიარეისებით მოსარგებლე მგზავრს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დოკუმენტი უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა, რადამ უკვე დაამტკიცა და ჯერ ეხლა პრეზიდენტზეა, რომელმაც მას ხელი უნდა მოაწეროს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციითვე, საავიაციო გადასახადის გადახდა შიდა რეისებზე მგზავრს 0.5 დოლარის ფარგლებში მოუწევს, ხოლო საერთაშორისო რეისებზე გადასახადის მოცულობა 2 დოლარითაა განსაზღვრული.

შეგახსენებთ, პანდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: Georgian Airways, SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები