LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყველაზე გასაოცარია იმ ქვეყნებიდან, სადაც ვყოფილვარ – დუბაელი ბლოგერი

220
257810221-4490247817691832-3735100265578151969-n

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინსტაგრამ ბლოგერების 7- კაციან ჯგუფს უმასპინძლა.

ბლოგერები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ბუნების, ეკო ტურიზმის, კულტურისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.

დუბაელმა ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, კოჯორი და კახეთის სხვადასხვა ადგილები მოინახულეს, გადაიღეს ვიდეოები და ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსდება. ტურის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და ტურისტების მოზიდვაა.

ბლოგერი სალვას თქმით, საქართველოში პირველად იმყოფება და ძალიან მოხიბლულია მდიდარი ქართული კულტურით, თბილი სტუმარმასპინძლობით და კერძებით. მისივე თქმით, საქართველოში ზაფხულში აუცილებლად დაბრუნდება.

რაც შეეხება ბლოგერ დარჯ კიმის, ის აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია იმ ქვეყნებიდან, სადაც კი ყოფილა. „ზაფხულში უკვე ვიყავი საქართველოში და ძალიან მომეწონა, შემოდგომაზე კი მართლაც, რომ განსხვავებულია, დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება ზამთარშიც. დუბაიში ყველას ვუწევ რეკომენდაციას ეწვიონ საქართველოს, რომელიც მდიდარი ისტორიით, უძველესი ეკლესიებით, კულტურით, ხალხით და კულინარიით გამოირჩევა“, – ამბობს დარჯ კიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები