ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2018 წელს საქართველოდან აგრო პროდუქტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):

  • აზერბაიჯანი – 120%
  • ყაზახეთი – 78%
  • უკრაინა- 25%
  • ევროკავშირის ქვეყნები – 6%

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):

  • ქართული ღვინო – 15%
  • ცხვრის ან თხის ხორცი – 53%
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%
  • მინერალური და მტკნარი წყლები- 15%
  • სპირტიანი სასმელები – 2%

მსგავსი თემები