საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი იზრდება – გაიზარდა შემოსავლებიც

car-export-to-doha-qatar-from-dubai-620x350

მეზობელი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი – ეს ის ორი მთავარი ბაზარია, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყნებში გასულ, ანუ 2018 წელს ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, სომხეთში 2018 წელს 28 550 ავტომობილი გავიდა, 2017 წელს კი – 14 362 ერთეული. მეორე მეზობელ ქვეყანაში, ანუ აზერბაიჯანში კი გასულ წელს საქართველოდან 13 047 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2017 წელს – 4 548 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 502 ავტომობილი გავიდა, რაც 85,7%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ფაქტობრივად, გაორმაგებულია ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებიც, 2018 წელს მანქანების რეექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 408, 936 მლნ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 234 810 მლნ დოლარისა, რომელიც ქვეყანამ 2017 წელს მიიღო.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილს იკავებს  408.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი). მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სასაქონლო ჯგუფშიც,  598.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები