LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა

108
thumb

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის იანვართებერვალში, საქართველოდან დსთის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (81.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (58.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (39.6 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (194.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (142.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (126.0 მლნ. აშშ დოლარი)

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (233.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (203.6 მლნ. აშშ დოლარი) და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი (184.4 მლნ. აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები