LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება

186
Flight

ნოემბრის თვიდან, ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება; საწყის ეტაპზე კი, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება არსებული მიმართულებებით რეისების დამატება – ამის შესახებ პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს.

„მას შემდგომ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად, ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტრომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებები. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება იქნება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკას უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები