LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია

migrantebi984ee

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც „ელჩების კონფერენცია 2018“-ს ესწრება.

„ბოლო პერიოდში, ბოლო თვის სტატისტიკას თუ ავიღებთ, გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან და ასევე ფედერალური მიწების მთავრობის დონეზე. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

აქედან გამომდინარე, დღეს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ამ წლის დასაწყისის მონაცემებთან შედარებით ძალიან შემცირებულია. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები