LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან კოპენჰაგენში ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება

89

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანიებთან შეხვედრები დღესაც გრძელდება და საინტერესო წინადადებები განიხილება, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით.

“დღეს რეალურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და გრძელდება ავიაკომპანიების ბრიფინგები. საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან. კოპენჰაგენი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ამავე კომპანიას აქვს ინტერესი ფრენების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აღნიშნული მოვარგოთ მათ გრაფიკებსა და შესაძლებლობებს. ასევე ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორისაა ამსტერედამი და ესპანეთის ქალაქები“, – განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები