LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 21 მილიონი დოლარის ატამი გაყიდა

65
atami

ატმის მოსავლის აღების სეზონი სრულდება, ექსპორტის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელი ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა.

„წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც. 2020 წლის 1 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 16 769 ტონა, სომხეთი – 7 510 ტონა, აზერბაიჯანი – 567 ტონა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობდა 22 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები