LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ჩემი გული დაიპყრო – ამერიკელი დიპლომატი საქართველოში ცხოვრებას იხსენებს

335
64867257_10157302402447954_8710738827896946688_n

საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის სიტყვებს, რომელშიც ის თბილად იხსენებს საქართველოში ცხოვრების გამოცდილებას.

  ,,საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს.” – ერინ ჯარეტი, ამერიკელი დიპლომატი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები