LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ისლანდია 88:85 დაამარცხა

191
საქართველო ისლანდია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეშვიდე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში ისლანდიას დაუპირისპირდა და 88:85 გაიმარჯვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს სწორედ ისლანდიელები იკავებდნენ.

პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში იტალიასთან გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები