LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

96

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე XIII-XVI ადგილებისთვის მატჩში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 12:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ გაიტანეს დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი მიითვალეს ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა.

ჩემპიონატზე ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და წარმატების შემთხვევაში საბოლოოდ მე-13 ადგილს დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები