LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მომავლის ტურიზმი დანერგა – მარიამ ქვრივიშვილი

116
91772511-2820118888038075-4647229728955039744-n

კარანტინების მართვის პროექტით, საქართველომ მომავლის ტურიზმი დანერგა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა, რომ საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს კარანტინების პროექტის მართვის უნიკალური გამოცდილება. 

„უკვე 2 თვეა, ტურიზმის ინდუსტრია ექიმებთან ერთად COVID-თან ბრძოლის წინა ფრონტზეა. 83 სასტუმროში დასაქმებული მინიმუმ 2500 ადამიანი ჩართული იყო ამ ბრძოლაში და მთელი მსოფლიო როცა ახლა ფიქრობს და ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რას აპირებს, ჩვენ არათუ ჩამოყალიბებულები ვართ, არამედ უკვე 2 თვეა ამას პრაქტიკულად ვახორციელებთ. ეს არის ჯანდაცვის უმკაცრესი რეგულაციების დანერგვა დაწყებული სასტუმრო ნომრის დალაგებიდან, უკონტაქტო სერვისის შეთავაზებით დამთავრებული. ჩვენ უკვე შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება ვთქვათ, რომ დიახ, არათუ ეს გვაქვს, არამედ ეს უკვე დავნერგეთ და 20 000 ადამიანი გავატარეთ ამ მომსახურებაში, ეს არის ხვალინდელი დღის ტურიზმი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ ცნობილ და მსხვილ სასტუმრო ბრენდებს, არამედ რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები