LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის დროებით საჰაერო სივრცე გახსნა

112
219a1131-04df-4c9f-a99d-4c8822dd1620-cx0-cy0-cw97-w1597-n-r1-st

საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნით, რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა.

ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის კომენტარი გაავრცელა Echo Kavkaza-მ.

როგორც ზურაბ აბაშიძე განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ხდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე, რადგან კონფლიქტის მოგვარების საკითხი უმნიშვნელოვანესია და ასევე აუცილებელია, მშვიდობის დამყარება მალე მოხერხდეს, კონფლიქტში ჩართული მხარეების თხოვნით, რუსი სამშვიდობოების ნაწილი, სწორედ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში და ამ დროს მოხდება საქართველოს საჰაერო დერეფნის გამოყენება.

აბაშიძემ განაცხადა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ინფორმირებულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

პოპულალურები