LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

110
cms-image-000042805-e1539157316569

სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

ეს პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოსთვის აქტუალურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძლავრი სიგნალების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

“რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რომ აუცილებელია ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისკენ, რაც არის წევრობა, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი სიგნალების მიღება, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი და რომ აუცილებელი არის, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს, იგივე ევროკავშირის გზამკვლევის მიმართულებით და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით, კიდევ უფრო იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან,” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში, ვიზტის ფარგლებში მინისტრმა  დავით ზალკანიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპელ კოლეგებთან დღესაც ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა, დატყვევებული ექიმის საქმესთან ერთად, ბოლო პერიოდში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია იყო.

საქართველოს აგრესიის მოგერიება მომიწია - მედვედევი კარიერაში ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად აგვისტოს ომს ასახელებს

"მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო "

“ვისაუბრე ბოლო პერიოდში მიმდინარე ბორდერიზაციასთან და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ბატონი ბორელის წინამორბედთან – ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან. ის ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს,” – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება  ვაჟა გაფრინდაშვილი. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. 

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები