LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 4 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა

121
mshenebloba-b3162

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლები) 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და  6,3 პროცენტი აჭარის ა.რ.-ზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 12,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

ულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლები).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები