LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 5 დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას აჩერებს

109
21680-4

ქვეყანაში Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას.

აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

“ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, გთხოვთ, მოგზაურობამდე გაიაროთ რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან შესაბამისი დაცული ტერიტორიის Facebook გვერდის საშუალებით. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები