LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, მგზავრთა მომსახურების პროცედურები შეიცვალოს

104
amerikidan-mostsavleebis-dabrundeba-w-h

აეროპორტებში მგზვრთა მომსახურების წესებში ცვლილების შეტანა იგეგმება, რაც სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა, თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც ჩაუტარდეს. საკითხზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ისაუბრა.

“აეროპორტში ბევრი სერვისია და აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში. სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე შესაძლებელია დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო. ჩვენ საერთაშორისო აეროპორტები თერმოსკრინინგის საშუალებებით აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, – აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები