LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო

181
cbab3ca2609ceb33e078ee5054f53ec1-XL

Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.

საინტერპრეტაციო და საინფორმაციო სახის ნიშნულებით სრულად აღიჭურვა ვაშლოვანის, იმერეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ლაგოდეხის, თუშეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნიშნულებით აღჭურვის სამუშაოები კი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების მოსაწყობად 67 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და საერთო ჯამში, წლის ბოლომდე, პროექტის ფარგლებში, 300-ზე მეტი საინტერპრეტაციო, საინფორმაციო და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნული განთავსდება.

ინიციატივა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები